ასტრა პარკი ტურისტულ გამოფენაზე
Post

ასტრა პარკი ტურისტულ გამოფენაზე

14-16 აპრილს „ასტრა პარკმა“ მონაწილეობა მიიღო მე-18 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც „ასტრა პარკმა“ საინტერესო პაკეტი წარუდგინა. შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი ტურისტული კომპანია „ასტრა პარკში“ მოყვანილი ტურისტების მიერ დახარჯული თანხის 10%-ს უკან იბრუნებს.  აღნიშნული წინადადებით არაერთი კომპანია დაინტერესდა. გარდა ამისა დამთვალიერებლებმა მიიღეს ინფორმაცია სპორტულ-გასართობი ცენტრის მრავალფეროვანი მომსახურების შესახებ.

“ასტრა პარკმა” სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა
Post

“ასტრა პარკმა” სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა

„ასტრა პარკი“ აგრძელებს სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვას. პროგრამა „მოხალისე და მოხალისეობის მნიშვნელობის“ ფარგლებში ჩვენმა ცენტრმა უმასპინძლა სოციალურად დაუცველ 7 ბავშვს და მათ ერთი დღის განმავლობაში შესაძლებლობა მისცა ესარგებლათ ჩვენი მომსახურებით. „ასტრა პარკი“ მომავალშიც გამოიჩენს მზრუნველობას სოციალურად დაუცველი ბავშვების მიმართ და უამრავ სიურპრიზს შესთავაზებს მათ.