კორპორატიული ღონისძიება

“ასტრა პარკი” საუკეთესო საშუალებაა თქვენი კორპორატიული ღონისძიების ორიგინალურად და ყველასგან განსხვავებულად ჩასატარებლად.გახადეთ თქვენი წვეულება მრავალფეროვანი, კიდევ უფრო აქტიური, სახალისო და მძაფრი შეგრძნებებით დატვირთული, ამაში კი კარტინგი, ბილიარდი და ჩვენთან არსებული სხვა გასართობი საშუალებები დაგეხმარებათ.

კორპორატიული ტურნირი

“ასტრა პარკში” კორპორატიული ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელია ტურნირის მოწყობა კარტინგში, ბილიარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ტირში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მაქსიმუმ 250 კაცს, თუმცა ჩვენი ცენტრი ერგება თქვენს პირობებს და შეჯიბრის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ რაოდენობაზე.

კორპორატიული მენიუ

თქვენს კორპორატიულ წვეულებას “ასტრა პარკში” დაასრულებს უგემრიელესი ფურშეტი, რომელსაც მოამზადებენ პროფესიონალი მზარეულები. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ 2 სახის მენიუს, რომელშიც შედის: კანაპე ძეხვით, ყველით, ლორით, ორაგულით ასევე იმერული ხაჭაპური, შუ, ეკლერი, ხილი და კოკა-კოლა. მენიუს კონკრეტულ პაკეტს ირჩევთ თქვენ. გარდა ამისა შესაძლებელია მენიუს ინდივიდუალურად შედგენა.


Strict Standards: Only variables should be passed by reference in /home2/astrapa/public_html/wp-content/plugins/custom-javascript-editor/custom-javascript-editor.php on line 181