კაფე

„ასტრა პარკის“ კაფე საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს ჩვენთან დაგეგმილი ექსტრემალური და აქტიური გართობა გემრიელიც გახადოს. სასიამოვნო ინტერიერი და გარემო საშუალებას გაძლევთ კარტინგებით თუ სხვა გასართობი  საშუალებებით დაღლილები დასხდეთ, დაისვენოთ და გემრიელად მიირთვათ.

კერძები

„ასტრა პარკის“ მზარეულების მიერ მომზადებული უგემრიელეს მენიუში შედის:5 სახეობის პიცა, ბურგერები და სენდვიჩები, 2 სახეობის ხაჭაპური, ლობიანი, 7 სახეობის სალათი,  წვნიანები, ზღვის პროდუქტები, 2 სახეობის შემწვარი კარტოფილი, სოსისებისა და ყველის ასორტი, ქათმისა და ღორის მწვადი და სხვა უგემრიელესი კერძები.

სასმელები

„ასტრა პარკი“ გთავაზობთ როგორც უალკოჰოლო, ისე ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს. ჩვენს კაფეში თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ: რამდენიმე სახეობის ცხელი და ცივი ყავა და ჩაი, ნატურალური წვენები, კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი, მინერალური წყალი, ასევე უალკოჰოლო და ალკოჰოლური კოქტეილები, მათ შორის საფირმო RT8, რომელიც 8 კომპონენტისგან შედგება. გარდა ამისა გთავაზობთ შამპანიურის, ღვინის, ლუდის, არყისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტს.


Strict Standards: Only variables should be passed by reference in /home2/astrapa/public_html/wp-content/plugins/custom-javascript-editor/custom-javascript-editor.php on line 181