ასტრა პარკი ტურისტულ გამოფენაზე

ტურისტული გამოფენა

14-16 აპრილს „ასტრა პარკმა“ მონაწილეობა მიიღო მე-18 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც „ასტრა პარკმა“ საინტერესო პაკეტი წარუდგინა.

შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი ტურისტული კომპანია „ასტრა პარკში“ მოყვანილი ტურისტების მიერ დახარჯული თანხის 10%-ს უკან იბრუნებს.  აღნიშნული წინადადებით არაერთი კომპანია დაინტერესდა.

გარდა ამისა დამთვალიერებლებმა მიიღეს ინფორმაცია სპორტულ-გასართობი ცენტრის მრავალფეროვანი მომსახურების შესახებ.

13010865_994965047207531_5864582789287391308_n